რომან ნაკაშიძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

06 იანვარი 2017, 00:00 4286 ნახვა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენასა და საზღვარზე გადმოტანისთვის ბრალდებული რომან ნაკაშიძე გაამართლა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი  სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დაცვის მხარის მტკიცებით ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულს პოლიციამ ჩაუდო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნაკაშიძის ტანსაცმელში აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი ბრალდებულს არ ეკუთვნოდა. ბრალდებაში გამართლებლმა რომან ნაკაშიძემ კომენტარისაგან თავი შეიკავა. მისი ახლობლები კი მიიჩნევენ, რომ ნაკაშიძე 8 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და საქმის გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი