ყაჩაღობა ბათუმში

06 იანვარი 2017, 00:00 4964 ნახვა

მორიგი ყაჩაღობა ბათუმში. გვიან ღამით იალჩინ მარკეტის სასაწყობე მეურნეობიდან გასულ მანქანას შეიარაღებული პირები დაესხნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს 150 ათასი ლარი გამოსძალეს. ეს წელს იალჩინ მარკეტის დაყაჩაღების მეორე შემთხვევაა. მანამდე სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირმა 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა. გუშინ ბათუმში ყაჩაღობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, გამსახურდიას ქუჩაზე ლომბარდი დააყაჩაღეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი