პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს სასამართლოში უჩივის. სარჩელი დღეს უკვე დაარეგისტრირეს. ისინი საკრებულოს იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მიაჩნიათ, რომ საკრებულოს კომისიებში კვოტირების წესი უკანონოდ დადგინდა.
აკაკი გვიანიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ კომისიებში პროპორციულ წარმომადგენლობაზე უარი თქვა და უმრავლესობა მიითვისა.