უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია აბაშაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ჯარისკაცის ცხედარი მანამდე აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, სერგეი კრავჩუკი.