„ციფრული სკოლა-საქართველო“ - კონფერენცია

11 ივნისი 2022, 12:02 1092 ნახვა

''ციფრული-სკოლა საქართველო” - ამ თემაზე შემაჯამებელი კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. პროექტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებულია, რომელიც განათლებაში ტექნოლოგიების ეფექტიანად დასანერგად ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

კონფერენციაზე პროექტის მონაწილე 70 სკოლიდან 110-მა მონაწილემ საკუთარი ინოვაციური პროექტი წარმოადგინა, სადაც განხილული იყო, თუ რას ნიშნავს „ციფრული სკოლა” მათ კონტექსტში და როგორ დანერგეს სკოლის ციფრული სტრატეგია.

ასევე, ესტონეთიდან და საქართველოდან მოწვეულმა სტუმრებმა პრეზენტაციები გააკეთეს სადაც ნაჩვენები იყო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების უახლესი ტენდენციები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი