პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი იტალიაში

08 ივნისი 2022, 17:37 1169 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში რომის მერს, იტალიის სენატის თავმჯდომარესა და დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელს შეხვდა. იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ბექა ოდიშარიას განცხადებით, იტალიაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მოსახლეობის 80%-ის და საქართველოს ხელისუფლების მყარი გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. რობერტო ფიკომ, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დროა საქართველოსა და იტალიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების ხარისხი სრულიად ახალ დონეზე ავიდეს და ამისათვის იგი ინიციატივით გამოვიდა, რომ ხელი მოეწეროს ღრმა პროტოკოლს, რაც ორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში