ადამიანური რესურსებისა და ემოციური ინტელექტის მართვა, სტრატეგიული კომუნიკაციები, ბრენდინგი სტუმართმასპინძლობის ბიზნესში - ამ თემებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დღეიდან მასტერკლასები დაიწყო.
სემინარებს დეპარტამენტის მიერ მოწვეული ტრენერები ანდრო დგებუაძე, თორნიკე გურული, კახა მაღრაძე და ანდრო მეტრეველი ატარებენ.
დღევანდელი საჯარო ლექცია ადამიანური რესურსების მართვას დაეთმო.
ანდრო დგებუაძემ, ასევე, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებთან, კორპორატიულ კულტურასა და მოტივაციაზეც ისაუბრა.