თავდაცვის მინისტრი სამხედრო ლიცეუმში

03 ივნისი 2022, 20:03 1282 ნახვა

თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სამხედრო ლიცეუმის დასრულება მიულოცა. ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმი წელს 79-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 6 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 27 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს, აქედან 4 გოგონაა.  კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. კადეტები სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო- შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში. კურსდამთავრებულთა შორის არიან ფლექს პროგრამის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ინფორმატიკის ონლაინ ოლიმპიადის, კონკურსის-„ვსაუბრობთ აფხაზეთზე“, შემოქმედებითი ოლიმპიადის, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების გამარჯვებულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი