''შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნები'' - ადგილზე ნაწარმოები პროდუქტების ბრენდირება - თემაზე ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. განიხილავენ ადგილწარმოშობის პროდუქტების არსს, მნიშვნელობასა და არსებული სიტუაციას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში.
კონფერენციის მომხსენებლები არიან „საქპატენტის“, საქართველოს ღვინის სააგენტოს, აჭარის აგროსერვისცენტრის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტებია არიან მომხსენებლები.
კონფერენციას 100 მეტი ადგილობრივი მეწარმე, სხვადასხვა ასოციაციისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.