გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე ბრატისლავაში - დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.
მსჯელობის მთავარი თემა, აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება იქნება.
განხილვაში მონაწილეობას იღებს მოლდოვას პრეზიდენტი.
ირაკლი ღარიბაშვილს, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.