სასამართლომ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

02 ივნისი 2022, 19:22 3721 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე კოტე ჭილაიამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,7 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს. 

გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი