ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 689 ბავშვი დაშავდა დამპყრობელთა თავდასხმების შედეგად, კიდევ 139 კი დაკარგულია.
პრეზიდენტის თქმითვე, ომის დაწყებიდან 12 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა, ხუთ მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ოკუპანტებმა 200 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით გაიყვანეს ქვეყნიდან. ამის მიზანი არა მხოლოდ ადამიანთა გატაცებაა, არამედ რუსეთს სურს, დაავიწყოს მათ უკრაინა და ვეღარ დაბრუნდნენ ქვეყანაში.