პირველი მატჩი ომის დაწყებიდან - უკრაინამ შოტლანდია დაამარცხა 

02 ივნისი 2022, 08:42 511 ნახვა

გლაზგოში, „ჰემპდენ პარკის“ სტადიონზე შოტლანდიის ნაკრებმა უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. ეს იყო ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ნაკრების პირველი მატჩი და ამ შეხვედრას მხოლოდ სპორტული დატვირთვა არ ჰქონდა.

უკრაინელებმა შეძლეს და მსოფლიოს 2022 წლის პლეი ოფის ნახევარფინალში შოტლანდიელები საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 3:1. გოლები იარმოლენკომ, იარემჩუკმა და დოვბიკმა გაიტანეს, შოტლანდიელთა მხრიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი მაკგრეგორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის გამო გადაიდო. მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში უკრაინის ეროვნული გუნდი უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი