უცვლელი მოთხოვნებით ბორჯომში აქცია 6 მოთხოვნით გრძელდება. მათ შორისაა – სამსახურში აღდგენა, ხელფასების მატება და უვადო ხელშეკრულებების გაფორმება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ, ამასთან აანონსებენ აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.
გაფიცულების ინფორმაციით ამ დრომდე ხელისუფლება მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა, იმ ფონზე როცა ,,აიდიესი ბორჯომში“ რეორგანიზაციის ფარგლებში ახალი თანამშრომლების მიღებას გეგმავს.