წინა საპრემიერო რეპეტიცია გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის "ექსპერიმენტულ სცენაზე".
რამდენიმე დღეში მაყურებელი მერაბ ლებანიძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს ,,მეტრონომი ანუ ხუთი შეხვედრა და არც არაფერ"-ს იხილავს, პიესა თამარ ბართაიას ეკუთვნის.
სპექტაკლი ქალისა და მამაკაცის ხუთ შეხვედრაზეა, სადაც ერთი შეხედვით მართლაც ,,არც არაფერი ხდება“, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანური ურთიერთობების მრავალმხრივ ამბავს გადმოგვცემს.
პრემიერა 2 და 3 ივნისს 19 საათზე დაიწყება.