თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დღეს გამთენიისას თბილისში ხუთ ტრანსგენდერ ქალს, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
ტრანსგენდერი ქალების განცხადებით 30-მდე თავდამსხმელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საცხოვრებელ სახლს კი ქვები დაუშინეს. მათი განცხადებით თავდასხმა წინასწარ იყო განზრახული და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.
დაზარალებულებმა მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, და სახალხო დამცველს.