ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის, პარლამენტში გადაყვანას განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail წერს. მედიის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" ლიდერი გახდეს.
გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია რუსულ Telegram არხზე, სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. მედიის ცნობით, არხი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პუტინი სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის კიბოს, პარკინსონსა და შიზოაფექტურ აშლილობას ებრძვის.
daylymail-ის ინფორმაციით, ამავე ტელეგრამ არხზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატერინა ტიხანოვას თანამდებობის საკითხი პარტიაში ახლაც აქტიურად განიხილება და მის კანდიდატურას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.