დღეს გამთენიისას თბილისში ხუთ ტრანსგენდერ ქალს, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
ტრანსგენდერი ქალების განცხადებით 30-მდე თავდამსხმელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საცხოვრებელ სახლს კი ქვები დაუშინეს. მათი განცხადებით თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.
დაზარალებულების განცხადებით, მათ უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს.
შსს ამბობენ რომ დეტალებს არკვევენ.