,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები გახანგრძლივდა

28 მაისი 2022, 11:15 1222 ნახვა

,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს, რომელიც მათი თქმით თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი საერთაშორისო ტვირთების გატარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი