ფემიციდის გახშირებული შემთხვევები, უმოქმედო ძალოვანი უწყებები და პრევენციისთვის საჭირო მექანიზმები ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სისხლის სამართლის კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. იურისტები მიიჩნევენ, რომ გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის შემთხვევა ცალკე მუხლად უნდა იქნეს გამოყოფილი. აღნიშნულთან დაკავშირებით იურისტები ერთობლივ წერილს შეიმუშავებენ, რომლითაც პარლამენტს მიმართავენ.