ახლა კი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთ ხელმომწერზე ტარიელ ფუტკარაძე უნდა გიამბობთ. მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე რომლის პოლიტიკური ცხოვრება აჭარას, სამეცნიერო ნაშრომები კი საქართველოსა და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებს უკავშირდებოდა. მეცნიერსა და პედაგოგს დიდი სიყვარულით იხსენებენ სკოლაში. სამწუხაროდ ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსმა გასულ წელს იმსხვერპლა. ის მახათას მთაზე არსებულ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.