ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, თუმცა ოფიციალური გაცვლითი კურსი კვლავ 2 ლარისა და 64 თეთრის ფარგლებში რჩება. სავალუტო ჯიხურებში დღეს ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 68 თეთრად, ხოლო გაყიდვა 2 ლარად და 64 თეთრად არის შესაძლებელი. დოლარისგან განსხვავებით დღეს ლარი შესამჩნევად გამყარდა ევროსთან მიმართებაში. თუ ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2 ლარსა და 79 თეთრს შეადგენდა, დღეს უკვე 2 ლარი და 75 თეთრია. ლარი მცირედით გამყარდა გირვანქა სტერლინგთან მიმართებაშიც.