ჩემი პროგნოზით, ევროკომისია ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე თავის მოსაზრებას 2-3 კვირაში წარადგენს - კარლ ჰარცელი

26 მაისი 2022, 14:28 844 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის პროგნოზით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს.

„ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ის, რასაც ვიტყვი, საკმაოდ მოსაწყენი იქნება, რადგან მე უნდა ვისაუბრო პროცესის თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ჩემი პროგნოზით, ეს მოხდება უახლოეს 2-3 კვირაში“, – განაცხადა ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი