სამზადისი 26 მაისის ღონისძიებისთვის

25 მაისი 2022, 11:39 764 ნახვა

,,ევროპისკენ“ - ეს იქნება წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს რამდენიმე ახალი კომპონენტი აქვს დამატებული და ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილის დეკლარირებას ახდენს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე  ღონისძიებებისთვის ბოლო სამზადისია.

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულებმა ფიცის დადების გენერალური რეპეტიცია გაიარეს.  აქვე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. ეროვნულ ჰიმნთან ერთად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნიც.

26 მაისის  აღნიშვნა რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, კონკრეტულად კი თბილისის გარდა ქვეყნის 16 ქალაქში.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი