პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება

24 მაისი 2022, 14:17 762 ნახვა

დღესვე პარლამენტში  ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები გაიმართება, მთავარი საკითხი კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხია.  მასში ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, მათ "ქართულ ოცნებასთან" ბევრი კითხვა აქვთ მათ შორის  კითხვართან დაკავშირებითაც. 

"რაც კი ხელშესახები მიღწევა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - ამბობენ მმართველ გუნდში.

დებატები 17 საათზე უნდა დაიწყოს და რეგლამენტის მიხედვით ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში