უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი ნახეს. ინფორმაცის მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. მისივე ცნობით, გვამები ნახევრად გახრწნილი იყო.
''ადგილობრივებმა გარდაცვლილების შეგროვებასა და შეფუთვაზე უარი განაცხადეს, ამის გამო რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ სამუშაო ადგილი დატოვა. აღნიშნულ კვარტალში თითქმის ყველგან მძაფრი სუნი დგას'' - ამბობს ანდრიუშენკო.
იგივე სიტუაციაა მეტროსთან არსებულ იმპროვიზირებულ მორგშიც, ქუჩაში დიდი რაოდენობით გვამებია მიმოფანტული.