ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

24 მაისი 2022, 10:59 992 ნახვა

16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 605 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 103 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 568 PCR ტესტით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი