პატიმრობა შეეფარდა, 21 მაისს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა. ადვოკატ სულხან კომახიძის განმარტებით, როინ მებონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. უფლებადამცველი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოფს, მაგრამ მისი ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის ფაქტებს ვერ იხსენებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსაკვლევია. 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.