ბათუმის სკოლებში 1 735 თავისუფალი ადგილია

23 მაისი 2022, 14:39 1013 ნახვა

ბათუმის სკოლებში პირველკლასელებისთვის 1 735 მოსწავლის ადგილია დარჩენილი.  ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ეს ციფრი დაახლოებით გასული წლის საყოველთაო რეგისტრაციის პერიოდში არსებული რაოდენობის მსგავსია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეუძლიათ ვისაც 6 წელი ოქტომბერში უსრულდება, სკოლაში შემსვლელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლაში რეგისტრაციას მშობელთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს, რადგან ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე სკოლების უმრავლესობაში ვაკანტური ადგილები  სისტემის გახსნისთანავე რამდენიმე წამში ივსება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში