შუახევში სკოლა 178-მა მოსწავლემ დაასრულა

22 მაისი 2022, 10:05 568 ნახვა

შუახევში  კურსდამთავრებულების შეხვედრა მოეწყო. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე სკოლის უკვე ყოფილმა და მოქმედმა მოსწავლეებმა ასევე ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლობამ აჭარის განათლების სამინისტროსთან ერთად ერთმანეთს  სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

მოეწყო მცირე მუსიკალური ნომრებიც, რომლებიც ადგილობრივი  მუსიკალური ცენტრის მოსწავლეებმა წარადგინეს. 

ბორჯომში მომხდარი ტრაგედიის გამო წელს მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებს გაცილება მოკრძალებულად ზეიმის გარეშე მოუწყო. შუახევში წელს  სკოლა სულ 178  მოზარდმა დაასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში