გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

21 მაისი 2022, 12:55 2644 ნახვა

შტორმი გერმანიაში, ძლიერი ქარი და წვიმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დაატყდა. ქარიშხალმა რამდენიმე ქალაქს გადაუარა და მნიშვნელოვანი ზიანი  მიაყენა.

არის მსხვერპლიც. წინასწარი მონაცემებით სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ორმოცამდე კი დაშავდა. ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები დაზარალებულ რეგიონებში შეფერხებულია სარკინიგზო და სატრანსპორტო მიმოსვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი