ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე სკვერში 8 ძირი წითელი ნეკერჩხალი დააზიანეს. ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ვანდალიზმისა და ხე-მცენარეების მოპარვის ფაქტები გახშირებულია და მოსახლეობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.