აჭარაში მცხოვრებმა ცხრა ეკომიგრანტმა ოჯახმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის დახმარებით საცხოვრებელი სახლი შეიძინა და დღეს ოფიციალურად დაიკანონა.
საცხოვრებელი ფართის რეგისტრაციის პროცესს ბათუმის იუსტიციის სახლში ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით წელს სახლს ჯამში 100 ოჯახი შეიძენს. ამ დროისთვის 40-მა უკვე ისარგებლა.
ეკომიგრანტების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფად უწყებამ წელს ბიუჯეტი 3 მილიონ 80 ათას ლარამდე გაზარდა.
გაიზარდა ასევე თანადაფინანსების თანხაც და 25 ათასი ლარი, ნაცვლად 30 ათასისა.