შეხვედრა სენატორ ლინდსი გრემთან

19 მაისი 2022, 11:56 462 ნახვა

„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება და რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ“ - ამერიკაში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სენატორ ლინდსი გრემთან.

ინფორმაცია დავით ზალკალიანის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში