დაკავება თაღლითობის ბრალდებით

18 მაისი 2022, 20:19 935 ნახვა

დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა პროკურატურამ.  გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოფელ დერცელის სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში