პრეზენტაცია უმაღლეს საბჭოში

18 მაისი 2022, 17:24 866 ნახვა

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური და საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. დოკუმენტის მთავრი მიზანი უმაღლესი საბჭოს ინსტიტიუციური გაძლიერება, მისი საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა. განვითარების გეგმაზე  რეგიონის საკანონმდებლო ორგანო დიდი ხნის განმავლობაში.  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტის მომზადებას  წინ უძღოდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ახალი რეგლამენტი. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს სტრატეგია  გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა  და დღეს მის პრეზტენტაციას საქართველოში იუ ენ დი პი -ს მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდა. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ დეპუტატები, არასამთავრობო ორგანოსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში