ლონდა თოლორაია და სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი

18 მაისი 2022, 14:06 794 ნახვა

ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართვლოს პარლამენტის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

კონსტიტუციური სარჩელი ინსპექტორის სამსახურის  გაუქმებას ეხება. მოსარჩელე  მხარე  დაობს  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების,  თანმდევი შედეგების შესახებ და გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წელს პირველი მარტიდან გაუქმდა და უფლებამოსილება შეუწყდათ სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას  და მის მოადგილეებს. 

სანაცვლოდ კი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური  დაცვის სამსახურები შეიქმნა. 

პროცესი დისტანციურად იმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი