მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ. მასში აღნიშნულია, რომ განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას წარმოადგენს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
„ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულებას მოითხოვს. სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმების ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდხანს შეფერხებული სასამართლო რეფორმის შედეგი - ეს ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შესრულებულა'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა, რასა იუკნევიჩიენე, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი.