ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა

18 მაისი 2022, 10:55 1766 ნახვა

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

აღნიშნულ სექტორში სწავლის სურვილი ბათუმში დღეისათვის 100-მდე მოსწავლემ გამოთქვა. რაც შეეხება უკრაინელ პედაგოგებს, ყველა მათგანი საქართველოში უკრაინიდან 24 თებერვლის მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა.

მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები უკრაინული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო".  

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია  სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში