სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

17 მაისი 2022, 18:09 891 ნახვა

ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნევროლოგიური მაჩვენებლები გაუარესებული აქვს. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე და ვერ იღებს საჭმელს. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციამ გასცა თანხმობა ყველა იმ ვიზიტორზე, რომლის დაშვებასაც კანონი ითვალისწინებს და საფრთხეს არ შეუქმნის მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, უფლებადამცველისთვის გაუგებარია, პენიტენციური სამსახურისგან რატომ არ არის გაცემული თანხმობა პირად ექიმ ნოკოლოზ ყიფშიძეზე.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი