ნიკა გვარამია ციხეშია

16 მაისი 2022, 19:50 1550 ნახვა

"პორშესა" და 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვის ეპიზოდები - ტელემაუწყებლობის ხელში ჩაგდებას/ბლოკირება ამ საკითხებს ედავებოდა საგამოძიებო უწყება ნიკა გვარამიას. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში სცნეს დამნაშავედ. მოსამართლის განმარტებით  მკაცრმა, სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. ნიკა გვარამიას მხარდამჭერებსა და  თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ  გადაწყვეტილება არის არადემოკრატიული,  საქმეში დაზარალებული არ არსებობს და აცხადებენ, რომ ეს არის  კრიტიკული მედიის დევნის მაგალითი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დილიდან  პოლიტიკოსები,  მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ნიკა გვარამიას პოზიცია, რომ მისი შეწყალება არავის სთხოვონ, ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა გაახმოვანა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი