სალონური საღამო მსახიობ ზურაბ შილაკაძესთან 

15 მაისი 2022, 11:00 215 ნახვა

სალონური საღამო გაიმართა მსახიობ ზურაბ შილაკაძესთან ერთად. ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“ ხელოვანის 40 წლის წინ დასრულებული თეატრალური და სამსახიობო ცხოვრება გაიხსენეს.

მსახიობის თეატრალური კარიერა ფოტო და ვიდეო მასალით გააცოცხლეს. ზურაბ შილაკაძემ 1983 წელს დაასრულა სამსახიობო კარიერა და საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა.

40 წლის შემდეგ კი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში