უზრუნველყოფილი უნდა იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს - ზურაბიშვილი

13 მაისი 2022, 14:53 1179 ნახვა

მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას უკავშირდებოდა. 

''მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად სანამ ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს.

თუ ვინმე ამას დაადასტურებს და ასეთი სიტუაცია იქნება, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი