ევროპაში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

12 მაისი 2022, 15:26 685 ნახვა

მოქალაქეები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავენ, 26 მაისიდან აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ. 

ევროკავშირში რეგულაციები 16 მაისიდან შევა ძალაში.

გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა მიიღეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავიამიმოსვლის ნორმალიზების კუთხით, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ეკიპაჟის წევრებისთვის. 

მგზავრმა, რომელიც აცემინებს და ახველებს სასურველია ატაროს ნიღაბი.

ECDC-ის დირექტორმა ანდრეა ამონის თქმით, საავიაციო ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავებამ და მუდმივმა განახლებამ, COVID-19 სიტუაციის გათვალისწინებით, უზრუნველყო ვირუსის და მისი ახალი შტამების გადაცემის რისკის უკეთ მართვა და თავიდან აცილება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი