საქართველო-პორტუგალია ევრო-ინტეგრაციისთვის

11 მაისი 2022, 17:27 1053 ნახვა

პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპული ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებაზე. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შესრულდა. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას და თანამშრომლობის სფეროების გაფართოებას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი