ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

11 მაისი 2022, 14:29 1032 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. „ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ გაზრდილი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება.

საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.

შესაბამისად ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე დარჩა. “- წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

საქართველოში 12,8%-იანი ინფლაციაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აპრილში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებამ მოახდინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 22 ივნისაა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი