იუსტიციის სამინისტროს განცხადება

11 მაისი 2022, 14:06 511 ნახვა

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით. უწყების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, „ულტიმატუმის“ ტოლფასი თანხმობა, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოხატული „უნდობლობა“ და მათ საქმიანობაში „ჩარევის მცდელობა“ აფერხებს ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას. სამინისტროს განცხადებით, კლინიკაში გადასაყვანად საჭიროა პაციენტის ინფორმირებული თანხმობა.

იუსტიციის სამინისტრო ასევე პასუხობს სააკაშვილის მოთხოვნებს, პირადი ექიმის და მისი ნდობით აღჭურვილი სამედიცინო ექსპერტების, ასევე ოჯახის წევრებისთვის მისი კლინიკაში მონახულების უფლების მიცემის შესახებ.

"მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროვოკაციული ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს მისთვის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში