უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა „საქართველოს ფოსტამ“ ისევ ფასიანი გახადა. ინფორმაცია ფოსტაში დაადასტურეს. 1 კილოგრამი ტვირთის ღირებულება 115 ლარი იქნება.
როგორც განმარტავენ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი უფასოდ, აქციის ფარგლებში იგზავნებოდა.
საქართველო უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთის გაგზავნის მხრივ ამ დრომდე ლიდერად ითვლებოდა.