ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან 30-მდე უნებართვო სავაჭრო დახლი გაიტანა

10 მაისი 2022, 12:29 1180 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან უნებართვო, მიტოვებული 30-მდე სავაჭრო დახლი გაიტანა. ინფორმაციას მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, კონსტრუქციები, ტურისტულ ზონაში მოქალაქების გადაადგილებას უშლიდა ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

"უსახური სავაჭრო დახლების გატანა ეტაპობრივად განხორციელდა ევროპის მოედნიდან, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თევზის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან.

მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო კონსტრუქციებზე მონიტორინგს ყოველდღოურად ახორციელებს"- აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი