ევროკავშირის კითხვარი

09 მაისი 2022, 14:55 756 ნახვა

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ხვალ გადაეცემა.  2300-მდე კითხვის შემცველი დოკუმენტი საქართველომ უკვე შეავსო. პასუხების გაცემისა და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

ქვეყანა უკვე ევროკომისიის შეფასებას დაელოდება. იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? - სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციას დაეყრდნობა ევროპული საბჭო და საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფო მიიღებს.

ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ სავარაუდოდ ერთ თვეში წარადგენს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი